უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 თებერვლისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2898 ლარი ეღირება, ევრო – 3.9912 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5758 ლარი.

დღეს კი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2888 ლარი ღირდა, ევრო – 3.9824 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.5359 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 16 თებერვალს ამოქმედდება.