ელიავას ბაზრობაზე ხანძარია

ელიავას ბაზრობაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ობიექტში ხანძარია.

ცეცხლი გუდაურის ქუჩაზე,  რკინის საამქროს მიმდებარედ, ავტოსახელოსნოში გაჩნდა.

ამ დროისათვის ადგილზე მეხანძრე-მაშველების 4 ეკიპაჟი მუშაობს.

ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.