მელია: ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე გახლავთ კონფლიქტის განსახიერება

“ნაციონალური მოძრაონბის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებას”  “მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას” მიაყენებს.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა,  ღარიბაშვილი ქვეყანაში განსხვავებულ პოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას არ ცნობს.

„ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 2021 წელს. დიახაც, დაინიშნება ახალი არჩევნები, ამ ახალ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ალბათ, ღარიბაშვილის ლიდერობით მონაწილეობის მიღება, ეს მათი პრობლემაა. ირაკლი ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე გახლავთ კონფლიქტის განსახიერება, რომლისთვისაც ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ ის გახლავთ მხოლოდ ერთი ადამიანის მორჩილი, არ ცნობს ქვეყანაში განსხვავებულ პოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას. მტრულად არის განწყობილი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ. ამ ვითარებაში, როგორ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად? ვერ გაგრძელდება, კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება“,-აცხადებს ნიკა მელია.