ავტომობილის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ზუგდიდში ავტომობილის ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე „ნისან ნავარას“ მარკის მანქანის ქურდობა. შემთხვევა 8 მარტს მოხდა.

პოლიციამ მოპარული მანქანა გაძარცული იპოვა.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.