მატარებლის დაჯახების შედეგად, ქალმა ფეხი დაკარგა

ზუგდიდში, მატარებლის დაჯახების შედეგად, ქალმა მარცხენა ფეხი დაკარგა. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

“112-ის მიერ,სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოყვანილ იქნა ასაკოვანი ქალბატონი, მარცხენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით, წვივის ზედა მესამედის დონეზე, ჰიპოვოლემიური შოკი.

გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე და სასიცოცხლო ჩვენებით გადადის საოპერაციო ბლოკში. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,”- აცხადებენ  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.