ქვეყნები, რომლებიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენებას აჩერებენ

ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა  „ასტრაზენეკას“გამოყენება  შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედება დაუდგინდა. ინფორმაციას euronews ავრცელებს.

უცხოური მედიის ცნობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ. როგორც განმარტავენ, ქვეყნები ევროპის წამლის სააგენტოს გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტო ამტკიცებს, რომ ავსტრიაში, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ გამხდარა. ის მრავლობითი ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ მრავლობითი თრომბოზით გარდაიცვალა.

მეორე პაციენტს კი  ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომლებმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია.