მელიას ადვოკატი: გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი იწყება.  ნიკა მელია საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

მელიას მხარდასაჭერად მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პროცესზე ისინი მოითხოვენ, რომ მელია დარბაზიდანვე გათავისუფლდეს.

“ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება ეს იქნება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ მაქვს”, – განაცხადა ადვოკატმა  პროცესის დაწყებამდე.