მარნეულის საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევები მარნეულის საჯარო სკოლებში- როგორც ადგილობრივ რესურსცენტრში აცხადებენ, ამ ეტაპისთვის  მარნეულის სკოლებში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ვირუსი დადასტურებული აქვს სამ პედაგოგს.

მათივე ცნობით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დისტანცირ სწავლებაზე გადასულია სხვადასხვა სამი სკოლის ჯამში  შვიდი კლასი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში კორონავირუსზე ტესტირება ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდება.