“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პატიმრობაში მყოფი ლიდერის მხარდასაჭერად დღეს აქცია იმართება.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან ჩავიდნენ. ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დილით დაიძრა.
ციხესთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. მხარდამჭერებს მელია საკნის ფანჯრიდან მიესალმა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას გათავლისუფლებაა, რაც ასევე მოთხოვნაა ენმ-სთვის, რომელიც შეთანხმებას ხელს მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერს.