უდუმაშვილი: ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გაგრძელდება

„ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა სრული გაერთიანებით წინ აღუდგა იმ უკანონობას და უსამართლობას, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ დააწესა ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, მაგრამ წინ კიდევ სერიოზული გამოცდები გველის, რადგან ეს ბრძოლა არ დასრულებულა, ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს, როდესაც პოლიტპატირები უპირობოდ დატოვებენ საპყრობილეება და როდესაც გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა რიყის პარკში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.