ნიკა მელიას მამა: დაივიწყეთ ეს გირაო, არ გადაიხდის

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია, თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროცესზე მივიდა.

როგორც ენმ-ის თავმჯდომარის მამა აცხადებს, ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის.

“ხალხი დაწყნარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნიკა გარეთ იქნება. თქვენ იცით რომ მე ექიმი ვარ და უამრავ ავადმყოფს ვიღებ ყოველ დღე . ყველა მადლობას მიხდის ასეთი შვილის გაზრდისთვის. ხალხს ძალიან უყვარს ნიკა და ალბათ მოსამართლე გამოასწორებს თავის პირველ შეცდომას. დაივიწყეთ ეს გირაო, არ გადაიხდის, არ არსებობს გირაო. ნიკას მისჯილი აქვს პატიმრობა, ამას რომ არ იხდიდა მაგიტომ წავიდა შეგნებულად პატიმრობაში,” – განაცხადა ანზორ მელიამ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.