გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აპრილს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დაბა კაზრეთი, დარბაზი და მიმდებარე სოფელბში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში ხაჩკოვი, ბარეთი, ჩივთქილისა, კაბური, ბაშკოვი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.