თალაკვაძე: პოლიტიკური შანტაჟი დასრულდა

თუკი “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შემოვა, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იქნება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია.

“თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ შემოვა პარლამენტში, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” პრობლემა, მაგრამ რასაკვირველია ოპოზიციაზე მას არ აქვს მონოპოლია. ეს იყო პოლიტიკური შანტაჟი, რომელიც დასრულდა, ეს იყო ხელოვნური კრიზისი, რომელიც დასრულდა მიშელის შეთანხმებით და მე ვფიქრობ, რომ ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიის ადგილი დღეს გახლავთ პარლამენტში,” – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.