ქართველი ბავშვების ემოციური ვიდეომიმართვა სარაკეტო იერიშების ქვეშ მყოფი ისრაელიდან

“ყველაფერი კარგად იქნება” – საქართველოს საელჩო ისრაელში, სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველი ბავშვების ვიდეოკოლაჟს ავრცელებს.

ისრაელში მყოფი ბავშვები საქართველოს გამამხნევებელ გზავნილებს უგზავნიან, ამბობენ, რომ მათ არ ეშინიათ და ყველაფერი კარგად იქნება.

დიპლომატიური უწყების განცხადებით, ისრაელი სამხრეთი ახლაც სარაკეტო დარტყმის ქვეშაა.

საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კრიზისული მდგომარეობის დროს თვალყური ადევნონ საელჩოს facebook გვერდს და საჭირო ინფორმაცია მხოლოდ მათი მეშვეობით მიიღონ.