“მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი”

ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გათავისუფლებას.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, ის აღფრთოვანებულია მელიას პრინციპულობით და შეუვალობით.

“მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან გათავისუფლებას. აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.