“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან გათავისუფლდა. მელიამ საპატიმრო დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მელიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეცვალა.
რუსთავის ციხესთან მელიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ. ადგილზე პოლიტიკოსის მამა, ანზორ მელიაც იმყოფება.