პაპუაშვილი: მელიამ, როგორც პოლიტიკოსმა, თავი დაიმთავრა

გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას ადვოკატის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გირაოსთან დაკავშირებით მელიას თანხმობა არც სამართლებრივად არც სხვა მხრივ დღის წესრიგში არ არის.