სუბარი: სააკაშვილი აგებს ყველა არჩევნებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს

მიხეილ სააკაშვილი აგებს ყველა არჩევნებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „დოიჩე ველეს“ რუსულ რედაქციასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას საქართველოში „გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს“.

„სააკაშვილი იგებს რვა წელია, მაგრამ ყველა არჩევნებს აგებს და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ბედავს. „გიჟური“ კარგად მეტყველებს მის ფსიქიკურ განწყობაზეც და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.