„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, 10 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ფარცხისი, ამლივი, ენაგეთი, საღრაშენი, ჩხიკვთა, ტბისი, ბოგვი, არდისუბანი, შავსაყდარი, მაწევანი, აბრამეთი, ორბეთი, წინწყარო, კოდა, დაღეთი, ბორბალო, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 19:00 საათამდე – სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, წვერი, კვესეთი, დიდგორი, ახალი ზირბითი, დრე, ელფია, ვანათი, ზირბითი, მანგლისი, კოჯორი, დიდება და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.