“რუსთავის წყალი” მომხმარებლებს SMS სერვისზე გამარტივებულ რეგისტრაციას სთავაზობს

ჩაერთე SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული – კომპანია “რუსთავის წყალი”მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლებს SMS სერვისზე გამარტივებულ რეგისტრაციას სთავაზობს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, SMS სერვისზე რეგისტრაციისთვის რუსთავის წყლის მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად ერთვება SMS სერვისში.

SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კომპანიაში დაგეგმილი და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოებისა და სხვა სერვისების შესახებ.

90111 SMS სერვისით სარგებლობა უფასოა.