რუსთავის საკრებულოს წევრს ფიზიკურ ძალადობას ედავებიან- სასამართლო სხდომა გაიმართა

რუსთავის საკრებულოს წევრისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პროკურატურის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა.  

ბრალდების მხარე რუსთავის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” ვაჟა მორგოშიას ერთი პირის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ედავება.

“არ დაკმაყოფილდა პოლიტიკურად ანგაჟირებული პროკურატურის შუამდგომლობა გირაო და აღვკვეთი ღონისძიების გარეშე გავნთავისუფლდი სასამართლო დარბაზიდან.
აუცილებლად დამტკიცდება ჩემი სიმართლე და სამართლიან პირობებში მოუწევთ იმ ადამიანებს კანონის წინაშე პასუხის გება, ვინც ამ საქმის შეთითხვნაში მიიღო მონაწილეობა.
მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის”-წერს ვაჟა მორგოშია სოციალურ ქსელში.

პროკურატურის  ცნობით,  გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს,  რუსთავში, ვაჟა მორგოშიამ ორ პირთან ერთად ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

მორგოშას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.