ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

  1. ქვემო ქართლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სახელმწიფო რწმუნებულის – გიორგი დოხტურიშვილის ხელმღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ინამ კერიმოვს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ასევე შეხვდა მილი მეჯლისის დეპუტატს და საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაგიევს.

ქვემო ქართლის რეგიონის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც გიორგი დოხტურიშვილი ხელმძღვანელობს, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, რუსთავის საკრებულოს წევრი და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იმყოფებიან.