დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობას ტოვებს.
ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.
ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.