არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი თემები და მიღწევები განხილვის თამარი თემა იყო არჩილ თალაკვაძესა და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის ხელმძღვანელ კლაუს ნეუკირჩს შორის. მათ იმსჯელეს იმ წინსვლაზე, რომელიც საქართველოს აქვს ადამიანის უფლებების, დემოკრატიული მმართველობის და კანონის უზენაესობის სფეროში.

 

„ეს იყო საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა და რაც მთავარია, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, – როგორ შეიძლება საქართველომ, შემდგომი პროგრესისთვის გამოიყენოს ევროპის საბჭოს მხარდაჭერა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. მისივე თქმით, ახალი პროგრამა, რომელიც შემუშავების პროცესშია, 19 მილიონ ევროს მოიცავს და ეხება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სოციალური დაცვის პოლიტიკა, პარლამენტის მხარდაჭერა და კანონის უზენაესობა.