გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 40 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.









