შოთა რეხვიაშვილი: საზოგადოებას ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში

“ჩვენი ორგანიზებით იქნება უკვე გააქტიურებული ვაქცინაციის პროცესი და ეს ზოგად სურათსაც წაადგება.”- ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავში, მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, უახლოეს პერიოდში ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფები გაფართოვდება, რაც ზოგად სურათსაც წაადგება და იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდება.

“მოგეხსენებათ, რომ ქვედა ასაკობრივი ზღვარი იყო მკაცრად განსაზღვრული, 55 წელს ქვემოთ არ იყო ხელმისაწვდომი, უახლოეს პერიოდში ეს ჩამოიწევს ქვემოთ, ჩვენ საჯარო მოხელეებს, დასაქმებულებს ,სიპებში აიპებში ჩავრთავთ. საზოგადოებას ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში, ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ რეკლამაც გავაკეთოთ. ჩვენი ორგანიზებით იქნება უკვე გააქტიურებული ეს პროცესი და ეს ზოგად სურათსაც წაადგება.”-ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.