15.7 C
რუსთავი

საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა

დღეიდან, 27 თებერვლიდან, სამთვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს რკინიგზამ მუშაობა განაახლა. კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგინა: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი თბილისი-ქუთაისი-თბილისი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე რკინიგზის სალაროებში.

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

“საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” კანონში საკანონმდებლო ცვლილებები შედის. ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს და ასევე იმ ადამიანებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო გადაწყვეტილება...

ავარია ახალსოფელში – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა. "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. მძღოლი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად...

ოპოზიცია 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,   ოპოზიცია 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს.ამის შესახებ დეკანოიძემ წევრმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, აქციები...

თურნავა: ყველაფერი მზადაა, სპორტული დარბაზების უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული...

ევროკავშირმა შესაძლოა კოვიდვაქცინის ექსპორტი აკრძალოს

ევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ​განაცხადა. კერძოდ, საუბარია კომპანია "ასტრაზენეკაზე". ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ კომპანიები...

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

„მსვლელობა თავისუფლებისთვის“, – ამ სახელწოდებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყეს. აქციის...

26 თებერვლის წყალმომარაგების შეზღუდვა რუსთავში

კომპანია "რუსთავის წყალი" წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით,  თოდრიას ქ. N5-ში,მოქალაქის კუთვნილ ყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 13:00 -დან 15:00 სთ-მდე...

გზის რომელ მონაკვეთზეა შეზღუდული მოძრაობა: შსს ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ...

პირველი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და პირველი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების...

პოპულარული სიახლეები

რეკომედირებული სიახლეები